დავით მათიკაშვილი - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, იყო შეთანხმება, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში, შეთანხმებას მმართველი გუნდი ასრულებს, ჯერი ოპოზიციაზეა
დავით მათიკაშვილი - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, იყო შეთანხმება, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში, შეთანხმებას მმართველი გუნდი ასრულებს, ჯერი ოპოზიციაზეა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ასრულებს იმ პირობას, რაც საარჩევნო კოდექსში და კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით დაიდო.

მათიკაშვილის თქმით, პანდემიისა და არსებული მგომარეობის მიუხედავად, როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოხერხდება.

„არსებობს შესაბამისი შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, საარჩევნო კოდექსში და კონტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკაშირებით, რომელზედაც მზადყოფნა არის გამოთქმული მმართველი გუნდის მიერ. პირიქით მმართველი გუნდის შეთავაზება იყო ეს ყველაფერი და შესაბამისად, მმართველი გუნდი ასრულებს იმ პირობას, რა პირობაც იქნა დადებული საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების თანდასწრებით.

ჩვენ გვექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ პანდემიისა და არსებული მგომარეობის მიუხედავად, მოვახერხოთ და შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები, როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე კონსტიტუციაში. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უფრო ფართო პროცესს მოითხოვს საზოგადოების ჩართულობით. ამიტომაც როგორც კი მოხდება შესაბამისი აქტივობები, აუცილებლად, არჩევნებამდე იქნება გადადგმული ნაბიჯები იმ ვადაში, რა ვადაც არის განსაზღვრული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის განმარტებით, შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში ოპოზიციის როლს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ მოვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების შეტანას, ოღონდ აქ უკვე ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.  ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოხდება ყველა იმ ცვლილების რეგისტრაცია და საზოგადოებისთვის შეთავაზება, რომელიც არის შეთანხმებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების საკითხს, რაზეც ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას, მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ყვლაფერი, რასაც ოპოზიცია ახლა, ასე ვთქვათ, ამ ხრიკებს ფიქრობს და იგონებს, რათა კოსტრუქციულ პროცესში არ ჩაებას, არ ჩაერთოს მმართველ პარტიასთან ერთად, რადგანაც მან ზუსტად იცის, რომ 2020 წელს ნებისმიერი მოდელით, რა მოდელიც არ უნდა იყოს საქართველოში, აუცილებლად წააგებს „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებს.

სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი ასე ფიქრობენ , რომ უმჯობესია, ეს პოზიცია დაიკავონ, რომელიც არის დესტრუქციული და არ არის კონსტრუქციასთან საეროდ ახლოს. ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ოპოზიციის ამ დესტრუქციული პოზიციისა, ჩვენ შევძლებთ, მოვახერხებთ, შესაბამის ცვლილებებს დავარეგისტრირებთ, მოხდება მისი ასახვა კონსტიტუციაში.

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, იყო შეთანხმება კონკრეტული, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში და ამ შეთანხმებას მმართველი გუნდი ზედმიწევნით ასრულებს.

დიახ, სწორედ მართლმსაჯულებაში ჩარევა იქნება რაიმე სახის ზეგავლენა სასამართლოს პროცესებზე, სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას , ის არც ერთ შემთხვევაში არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში ვთარდება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს მის მიერ მიცემულ პირობას, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე, თუ კი შესაბამის პასუხისმგებლობას იგრძნობს ჩვენი ოპოზიცია, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის მიიჩნევს, რომ არასწორი განმარტებებით, ოპოზიცია კვლავ ცდილობს, პარტნიორები და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„რეალურად, ჩვენი შეთანხმება ეხებოდა საარჩევნო სისტემაზე და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, ასევე შეთაანხმებაში ცალსახად ეწერა, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს.

„ქართული ოცნება“ შესაბამის ცვლილებას აუცილებლად დაარეგისტრირებს როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე მიყვება საკონსტიტუციო პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებების გამო არ მოხდება იმ შეთანხმებულ ვერსიაზე მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება იმ მოდელიც , რომელიც არის უკვე განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციაში.

რაც შეეხება რაიმე საფრთხეს ამ შეთანხმებისა, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ჩაშალოს ეს შეთანხმება, არის ოპოზიცია, სწორედ მათ მხარეს არის ბურთი, მათ უნდა შეასრულონ ის პირობა, რომელიც აიღეს, რა თქმა უნდა, ის ცვლილებები რომლებზეც შევთანხმდით, უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილზე საუბრობს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო შეთანხმება პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და ლიდერების გათავისუფლებასაც მოიცავს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება.

ბაქრაძის განმარტებით, შეთანხმების მხოლოდ ნაწილს, სადაც საუბარია საარჩევნო პროპორციებზე, ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს.

დატოვე კომენტარი