დავით მათიკაშვილი - საქართველოს ქმედებები ზედმიწევნით თანხვედრაშია ქართველი ხალხის მიზნებთან და ამოცანებთან მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
საქართველოს ქმედებები ზედმიწევნით თანხვედრაშია ქართველი ხალხის მიზნებსა და ამოცანებთან მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ყველა დანარჩენი მოცემულობა არის საქართველოს არა რაიმე ბრალეულობით, არამედ, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს მიმართ უსამართლო ნაბიჯების გადადგმა ხდება. „მეგობარი აქტი“ პირველი არ არის. ის რეზოლუციები კარგად იცით, რომელსაც ევროპარლამენტი იღებდა და სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმარი იყო. ამ დოკუმენტებში კიდევ ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია იყო მოცემული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოების დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დასრულებამდე იქნება „დიფ სთეითის“ სურვილებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.