დავით მათიკაშვილი - საქართველოს ე.წ. პრეზიდენტის განცხადება იყო ანტიევროპული, ანტიქართული, დიდი ხანია, ის საკუთარი ხალხის ინტერესებს აღარ გამოხატავს
დავით მათიკაშვილი - საქართველოს ე.წ. პრეზიდენტის განცხადება იყო ანტიევროპული, ანტიქართული, დიდი ხანია, ის საკუთარი ხალხის ინტერესებს აღარ გამოხატავს

სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული. დიდი ხანია, ის საკუთარი ხალხის ინტერესებს აღარ გამოხატავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა. დიდი ხანია, ის საკუთარი ხალხისა და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს. პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც უტიფრად დაარღვია კონსტიტუცია, რომელზეც ფიცი დადო ქვეყნის წინაშე. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული გამოსვლა. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს ველოდებით. მას  ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა არ აინტერესებს. მისთვის მთავარია, ვალი მოიხადოს საკუთარი პატრონების წინაშე და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს. 9 აპრილით მანიპულირება, ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, სალომე ზურაბიშვილისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სტილია. კარგად ჩაჯდა ზურაბიშვილი ამ სტილში. ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს არა ის პრეზიდენტი, რომელსაც საზოგადოება ენდობა და ხმა მისცა, არამედ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარედან სულდგმულობს იმ ენერგიით, რომელიც საქართველოში მას ნამდვილად აღარ ეკუთვნის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.