დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს სტანდარტს, რაც პოლიტიკურად ნეიტრალურ, არბიტრ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს
დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს სტანდარტს, რაც პოლიტიკურად ნეიტრალურ, არბიტრ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, მმართველი პარტიის აზრით, სწორედ სალომე ზურაბიშვილი აკმაყოფილებს ყველაზე უკეთ სტანდარტს, რაც ზეპარტიულ, პოლიტიკურად ნეიტრალურ, არბიტრ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უმრავლესობის სხდომა იმსჯელებენ , როგორ ფორმით დაუჭერს მხარს მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს.

მისივე თქმით, არჩევანი მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაჩერა.

„ფორმები, თუ როგორ მოხდება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, შეთანხმდება გუნდში. ცხადი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. დანარჩენი არის ელექტორატის გადაწყვეტილება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კანდიდატს, რადგან ის გახლავთ წარმოდგენილი სპექტრიდან, ვინც თავისი კრიტერიუმებით შეესაბამება ყველა იმ ამოცანას, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს. პარტიული კანდიდატის მხარდაჭერა, იქნებოდა ერთგვარი აცდენა ამ მოცემულობიდან. სწორედ ეს გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“. წარმოდგენილი სპექტრიდან თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, განვლილი გზით, პრინციპულობით, სალომე ზურაბიშვილი სრულად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.