დავით მათიკაშვილი - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს, ქართული ენა სრულ შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს
დავით მათიკაშვილი - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს, ქართული ენა სრულ შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს, ქართული ენა სრულ შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეში ადამიანის შეურაცხყოფაზე რეაგირება უნდა მოხდეს.

„სიძულვილის ენის, უარგუმენტო, ცილისწამების და პირდაპირი შეურაცხყოფის გამოყენება ხდება, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ადამიანისთვის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება წესი და დაკანონებული მოცემულობა არ უნდა იყოს. შესაბამისად, აუცილებელია, ამაზე რეაგირება მოხდეს. ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომ კეთილი ინებონ და ის ადამიანები ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.