დავით მათიკაშვილი – რუსეთთან ასობით მილიონით ვაჭრობენ, ხოლო საქართველოსკენ თითს იშვერენ, თურმე რუსეთი სანქციებით უნდა ჩამოგვენგრია და ჩამიგვექცია ქართული ეკონომიკა
ქართველი ხალხის აბუჩად აგდების უდიერ მიდგომას ვხედავთ, როცა საქართველოსგან სანქციების დაწესებას ითხოვენ და ამ ფონზე რუსეთთან ვაჭრობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირიდან აბსურდის თეატრის დახატვას ცდილობენ.
„ევროკავშირიდან აბსურდის თეატრის დახატვას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ასობით მილიონით ვაჭრობენ, საქართველოსკენ თითს იშვერენ და გვეუბნებიან, თურმე რუსეთი ჩვენ მიერ დაწესებული სანქციებით უნდა ჩამოგვენგრია და ჩამიგვექცია ქართული ეკონომიკა. სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან ამ რეალობაში ვდგავართ. ქართული საზოგადოება ხედავს, რამდენად სწორია ის კურსი, რაც ქვეყანას სამხედრო ესკალაციამდე და ომამდე არ მიიყვანს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.