დავით მათიკაშვილი - როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ საშუალებას იყენებ, რაც შესაძლებელია, ლეტალური გახდეს და ამას მშვიდობიან აქციად აფასებ, წარმოუდგენელია
ძალადობა ძალადობას შობს, რაც სამწუხარო ფაქტია და სასიხარულო არაფერია. ძალადობაში ის იგებს, ვინც მასში არ მონაწილეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი პროტესტის გამოხატვის ფორმა ძალადობრივია, მას პასუხი გაეცემა.
„როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ საშუალებას იყენებ, რაც შესაძლებელია, ლეტალური გახდეს და გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამას მშვიდობიან აქციად აფასებ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, ეს წარმოუდგენელია. აქციის მონაწილეს, ფოეირვერკის ნაცვლად, ზარბაზანი რომ მისცეს, არც დაფიქრდება, ისე ისვრის და იტყვის, პროტესტს ასე გამოვხატავ, რა პრობლემა არისო. როგორც კი პროტესტის გამოხატვის ფორმა ძალადობრივია, მას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.