დავით მათიკაშვილი – რისი გაგება და გაგონებაც არ სურთ, არ იგებენ და ამაზე თვალს ხუჭავენ, საქართველოს წინააღმდეგ თითიდან გამოწოვილი საკითხებით მსჯელობენ

15:14, 12.03.2026

რისი გაგება და გაგონებაც არ სურთ, არ იგებენ და ამაზე თვალს ხუჭავენ. წარმატებული არიან იმაში, რაც უნდათ, რომ საზოგადოებას მოდელირებული შესთავაზონ. ამ ყველაფრის მკაფიო დასტური იყო რასა იუკნევიჩიენეს განცხადება საქართველოს თაობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საქმეში გაურკვეველი ადამიანები თუ საუბრობენ იმაზე, რა ხდება საქართველოში, ეს იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმა ხდება“.

„ვხედავთ, როგორ ცდილობენ, ტყუილით ივაჭრონ საქართველოში. ეს ტყუილი გამოსაცნობად მარტივია – ყველა იმაზე საუბრობს, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, მილიონობით რუბლს იღებს. წარმოუდგენელია, ამის შესახებ არ სცოდნოდა საქართველოთი დაინტერესებულ პირს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს თუ არ იცნობ და არ იცი, ვინ საიდან ფინანსდება, მაგრამ თავს უფლებას აძლევ, მაინც საქართველოზე ისაუბრო, ეს დასტურია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ შეთითხნილი, თითიდან გამოწოვილი საკითხებით მსჯელობენ. უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები თუ საუბრობენ იმაზე, რა ხდება საქართველოში, ეს იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმა ხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი