დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის შიგთავსი არაერთხელ გამოვლინდა, რუსები უწოდეს საკუთარ ერსა და ხალხს, რომელთაც ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვეს
დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის შიგთავსი არაერთხელ გამოვლინდა, რუსები უწოდეს საკუთარ ერსა და ხალხს, რომელთაც ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვეს

საქართველო ღირსებით გაივლის იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის შიგთავსი არაერთხელ გამოვლინდა.

„არა ცალ ფეხზე დგომით, აგენტურის მმართველობით, დაფარული და მიჩქმალული შემოსავლებით, არამედ ღიაობით, გამჭვირვალეობით, ქვეყნის განვითარებით. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, რადიკალური ოპოზიციის შიგთავსი არაერთხელ გამოვლინდა, როცა საკუთარ ერსა და ხალხს რუსები უწოდეს. 200 ათას ქართველს „რუსული მარში“ უწოდეს, რომელთაც ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვეს, ქვეყნის ევროპულ გზას დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.