დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები არახალია, მშვიდობიანი აქცია რას ნიშნავს, ვიცით, მათი აქცია არის ძალადობრივი, რაც უნდა დასრულდეს
რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები არახალია, რას აპროტესტებენ, თავად არ იციან. მათი მიზანია მივარდნა, ადამიანების წყობიდან გამოყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ახალგაზრდები საკუთარ რესურსს იმ ძალებს აყენებინებენ, ვისთვისაც საქართველოში მშვიდობა მიუღებელია.
„რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები არახალია. კახა კალაძის შტაბის გახსნის დღიდან პროვოკაცია პროვოკაციაზეა. ეს ყველაფერი გაჯერებულია ადამიანების შეურაცხყოფით, მივარდნით, გინებით, ლანძღვით, ძალადობით. ხმის ამღები ხმლითვე დაეცესო – ძალადობა ძალადობას იწვევს. ეს ძალადობა პროვოცირებულია, რასაც არანაკლები სამართლებრივი წონა გააჩნია, როცა მსგავსი შეურაცხყოფით აქციას მართავენ. რას აპროტესტებენ, თავად არ იციან. მათი მიზანია მივარდნა, ადამიანების წყობიდან გამოყვანა. მშვიდობიანი აქცია რას ნიშნავს, ვიცით, მათი აქცია არის ძალადობრივი, რაც უნდა დასრულდეს. მოუსმინონ თავად, რას კადრულობენ და რა სიტყვებით ილანძღებიან. ასეთ ძალადობას რეაქცია რომ მოჰყვება, ფაქტია. ეს ახალგაზრდები საკუთარ რესურსს იმ ძალებს აყენებინებენ, ვისთვისაც საქართველოში მშვიდობა მიუღებელია. სწორედ ამ პროვოკაციას ნოყიერ ნიადაგს უქმნიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.