დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის გულისცემა კატასტროფულ ნიშნულამდეა, არ არის გამორიცხული, თვითმმართველობის არჩევნების წინ დაეწყონ და დარეგისტრირდნენ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გულისცემა კატასტროფულ ნიშნულამდეა.
მისივე თქმით, ოპოზიციის რიგებში ისეთი სუბიექტები არიან, რომლებიც არჩევნების ჩატარებას მობილურით და ინტერნეტით აანონსებენ, რაც სატირაა და სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება.
„მეორე მიმართულებაა, რომელიც იმ კოლაფსს ერთმანეთს აბრალებს, რაშიც საკუთარი თავი შეიყვანეს. ისინი ლაბირინთიდან თავს ვერ აღწევენ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მასში მონაწილეობა ყველას სურს, მაგრამ მათი ნაწილი პატრონების პასუხს ელოდება. საკუთარ ამომრჩეველსაც ატყუებენ. არ არის გამორიცხული, უპრინციპო და პოლიტიკური მდგრადობისგან დაცლილი რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების წინ დაეწყოს და დარეგისტრირდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.