დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ვერც სინდისით და ვერც პრინციპულობით ვერ დაიკვეხნის, პოზიციებს იმის მიხედვით იცვლიან, რა დავალებაც პატრონებისგან აქვთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ვერც სინდისით და ვერც პრინციპულობით ვერ დაიკვეხნის, პოზიციებს იმის მიხედვით იცვლიან, რა დავალებაც პატრონებისგან აქვთ

რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებულია იმ დავალებებზე, რასაც პატრონებისგან იღებენ. ულტრარადიკალური, ორთოდოქსი „ნაციონალები“ არიან, რომლებიც გულზე მჯიღს იცემენ და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ღალატია, თუმცა მათ არანაირი პარტიული სინდისი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია პოზიციებს იმის მიხედვით იცვლის, რა დავალებაც პატრონებისგან აქვს.

„ისინი ვერც სინდისით და ვერც პრინციპულობით ვერ დაიკვეხნიან. ისინი პოზიციებს იმის მიხედვით იცვლიან, რა დავალებაც პატრონებისგან აქვთ. ეს აგენტურული ოპოზიცია ერთმანეთთან საკუთარი ქვეყნის სიძულვილით არის გაერთიანებული და მათ ქვეყნის სიყვარულს ტყუილად დავაბრალებთ. როცა საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების გატარებას პოლიტიკური სამარე არჩიეს, რაზე უნდა ვისაუბროთ? ხაზარაძეს მიშას ადგილი უნდა თუ სხვისი, ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია, მას მეტი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე მინიმალურის მინიმალურია. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახავთ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მწარედ დამარცხდებიან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.