დავით მათიკაშვილი - რადიკალებს შორის მძიმე დაპირისპირებას ვხედავთ, მათ შორის ბრძოლას პირველობისთვის, რაც მათ რიგებში ხდება, ჭირმა თავი არ დამალაო
დავით მათიკაშვილი - რადიკალებს შორის მძიმე დაპირისპირებას ვხედავთ, მათ შორის ბრძოლას პირველობისთვის, რაც მათ რიგებში ხდება, ჭირმა თავი არ დამალაო

რადიკალებს შორის მძიმე დაპირისპირებას ვხედავთ, მათ შორის ბრძოლას პირველობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მრუდე დღის წესრიგი აქვს, რომელიც ხვალაც იგივე იქნება და ამ ვითარებას ვერანაირი ნიანგის ცრემლები ვერ შეცვლის.

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნიანგის ცრემლებით ტირილი და მცდელობა, რომ რაინდის ტიტული მოირგოს, მისთვის შეუსაბამოა მისი განვლილი ცხოვრებიდან და იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომლებიც მან ჩაიდინა. სააკაშვილი ცდილობს, ყველგან და ყველაფერში თავი წარმოაჩინოს. ეს ადამიანები, ვინც ამ პოსტებს აქვეყნებს და ვისზეც აქვეყნებენ, ჩართული იყვნენ მძიმე დანაშაულებში. რადიკალებს შორის მძიმე დაპირისპირებას ვხედავთ, მათ შორის ბრძოლას პირველობისთვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ მრუდე დღის წესრიგი აქვს, რომელიც ხვალაც იგივე იქნება და ამ ვითარებას ვერანაირი ნიანგის ცრემლები ვერ შეცვლის. რაც მათ რიგებში ხდება, ჭირმა თავი არ დამალაო. მათ შორის დაპირისპირება მაღალ ხარისხზეა. მცდელობა აქვთ, პოლიტიკაში რაიმე შექმნან, მაგრამ პარალელურად, დამნაშავის ძიების მიზნით, თითებს აქეთ-იქით იშვერენ. ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას ახორციელებენ. ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ საკუთარ სამშობლოს ავნონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.