დავით მათიკაშვილი - ქვეყნის ფიქციურ პრეზიდენტს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით არანაირი რეფერენდუმი არ და ვერ ჩატარდება
დავით მათიკაშვილი - ქვეყნის ფიქციურ პრეზიდენტს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით არანაირი რეფერენდუმი არ და ვერ ჩატარდება

პრეზიდენტს, იმის მაგივრად, რომ ვეტო კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნებისთვის გამოეყენებინა, რაზეც მას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებდნენ, ვეტოს დადება გამოიყენა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა რადიკალმა ოპოზიციონერმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმდენად აცდენილია რეალობას და პრეზიდენტის სტატუსს, რომ მისგან მოულოდნელი არაფერია.

„სალომე ზურაბიშვილი იმდენად აცდენილია რეალობას და თავის სტატუსს, რას ნიშნავს იყო ქვეყნის პრეზიდენტი და, ზოგადად, ქვეყნისადმი დამოკიდებულებას, სიყვარულს და პატრიოტიზმს ქვეყნისადმი, სამწუხაროდ, რომლის ფაქტობრივი პრეზიდენტიც ის არის, რომ მისგან არაფერი არ არის მოულოდნელი. ნაცვლად იმისა, რომ ვეტო გამოეყენებინა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნებისთვის, რაზეც მას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებდნენ, გარდა ქვეყნის პრემიერისა, ვეტოს დადება გამოიყენა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა რადიკალმა ოპოზიციონერმა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში მყარად არის ჩაწერილი და განსაზღვრული 78-ე მუხლის შესაბამისად, რომ ხელისუფლების ყველა შტოა ვალდებული, ყველაფერი გააკეთოს, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში.

„და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით არანაირი რეფერენდუმი, ცხადია, ქვეყანაში არ და ვერ ჩატარდება. ეს კარგად უნდა ესმოდეს ქვეყნის ფიქციურ პრეზიდენტს და არა პარტიული საქმიანობისთვის იყოს მომართული და არჩევნებისკენ იყურებოდეს, არამედ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდეს, რასაც ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტობა ჰქვია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილი.