დავით მათიკაშვილი - ქონება არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში
დავით მათიკაშვილი - ქონება არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში

ქონება არის ქიბარ ხალვაში საკუთრება, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა, ევროსასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ, ქონება დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს და მისი გადასაწყვეტია ამ ქონებას გაყიდის თუ არა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როგორც თავად ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, მოხდება კონკურსის წესით ღიად, საჯაროდ. დღეს საუბარი იმაზე, ვინ იქნება ამ ქონების მყიდველი, თუკი მოხდება მისი რეალიზაცია, არის ზედმეტი. კომერციული გარიგება სრულად თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური კლიშეებისგან. ქონება არის ქიბარ ხალვაში საკუთრებაა, რეალიზაციაც სრულიად შედის მესაკუთრის უფლებებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქიბარ ხალვაშმა დღეს განაცხადა: „გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის.

დატოვე კომენტარი