დავით მათიკაშვილი - ქართული საზოგადოება შეაფასებს, როგორ მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“ სტრასბურგში და პასუხი იქნება ძალიან მძიმე
დავით მათიკაშვილი - ქართული საზოგადოება შეაფასებს, როგორ მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“ სტრასბურგში და პასუხი იქნება ძალიან მძიმე

ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქაართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა დაისახა მიზნად.

ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას. ამიტომ, გამოვთქვამ იმედს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განიხილავს აღნიშნულ საკითხს და საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის“, – წერს დავით მათიკაშვილი.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.

დატოვე კომენტარი