დავით მათიკაშვილი - ქართული სახელმწიფო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის 
დავით მათიკაშვილი - ქართული სახელმწიფო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, რუსული პროპაგანდა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მას ცივილიზებული მსოფლიო ებრძვის.

“რუსული პროპაგანდა რუსული იმპერიალიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რუსეთი საკუთარი ინტერესების გატარებას მასმედიის საშუალებით ცდილობს. ამ პრობლემას ვებრძვით და იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში წერია. როცა მედიაზეა საუბარი, ის ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ, რომლითაც სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება, ამავე დროს რუსული პროპაგანდისა და ნებისმიერი დეზინფორმაციის გავრცელება არ მოხდება”, – დასძინა მათიკაშვილმა.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს, რომელსაც დეპუტატებს უწყების ხელმძღვანელი ვახტან გომელაური წარუდგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტერორიზმის, კორუფციის, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.