დავით მათიკაშვილი - პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო
დავით მათიკაშვილი - პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო

პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო მაშინ, როდესაც კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით „გირჩის” ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

„გირჩი” ცნობილია ექსტრავაგანტული შემოთავაზებებით. ამ საკითხზე ცხადია, არ გვიმსჯელია. ჩემი აზრით, ეს არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო მაშინ, როდესაც კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს. ჩემი აზრით, ამ საკითხის ლეგალურად დაწესება, არაკონსტიტუციურია და მსჯელობა ამ საკითხზე არც შემდგარა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„გირჩმა” თავის ოფისში დღეს საროსკიპო გახსნა. დღესვე „გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოითხოვა.