„გირჩმა" საროსკიპო გახსნა
„გირჩმა" საროსკიპო გახსნა

„გირჩის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ „გირჩის” ოფისში საროსკიპო გახსნა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, საროსკიპო „პიონერი” ნებისმიერ ადამიანს მოემსახურება. კერძოდ, „გირჩი“ მსურველებს ფართით უზრუნვლეყოფს.

მისი თქმით, საროსკიპოში ერთსაათიანი მომსახურება 49.90 ლარი ეღირება.

„გირჩის” ოფისში გახსნილ საროსკიპოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ზურაბ ჯაფარიძემაც.

„ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ დღევანდელი ტრაგიკომიკული სიტუაცია, დავიცვათ სექსინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ძალადობისგან და მოვახდინოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების  გავრცელების პრევენცია, არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.