დავით მათიკაშვილი - პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგას, იმთავითვე ფიასკოსთვის არის განწირული
დავით მათიკაშვილი - პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგას, იმთავითვე ფიასკოსთვის არის განწირული

ის პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგას, იმთავითვე ფიასკოსთვის არის განწირული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ეს ერთობა როგორც იდეოლოგიურად, ასევე ფუნდამენტალურად წარმატებული ვერ იქნება. სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს და იქ გაერთიანებული პარტიების დიდი ნაწილი, კოლექტიური „ნაცმოძის“ შემადგენელი ნაწილია. მათი დავალების მიმცემთა საერთო მიზანია, „ნაცმოძის“ ლეგო დაშალონ, დაშლილ მდგომარეობაში გადაალახინონ ბარიერი და შემდეგ მოხდეს კვლავ კოლექტიური „ნაცმოძის“ აწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც იმთავითვე განწირულია. საზოგადოებამ ეს პროცესი იმდენად კარგად იცის, რომ ამ ანკესსა და ტყუილზე არ წამოეგება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.