დავით მათიკაშვილი - 24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭო, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო, სხვა დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება პირველი თებერვლის შემდგომ
დავით მათიკაშვილი - 24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭო, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო, სხვა დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება პირველი თებერვლის შემდგომ

მნიშვნელოვანი წელია ზოგადად საქართველოსთვის, საარჩევნო წელიწადია, პარტია „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის, ის არის უკონკურენტო მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა დაჯგუფებამ რეალური წინააღმდეგობა ან კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“.

„დაველოდოთ ოქტომბერს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად გვწამს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელისუფლებაში კვლავ „ქართული ოცნება“ დარჩება. პირველ თებერვალს ჩატარდება პარტიის ყრილობა, მანამდე, 24 იანვარს ჩატარდა პარტიის პოლიტსაბჭო, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. სხვა დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება პირველი თებერვლის შემდგომ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.