დავით მათიკაშვილი - პატარა პროცენტის მქონე პარტიების პოზიცია ცოტა უცნაურია, რადგან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში ჩათრევას ჰგავს
დავით მათიკაშვილი - პატარა პროცენტის მქონე პარტიების პოზიცია ცოტა უცნაურია, რადგან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში ჩათრევას ჰგავს

ამ ვითარებაში პატარა პროცენტის მქონე პარტიების პოზიცია ცოტა უცნაურია. ამ ყველაფერს ბულინგის ფორმა აქვს, რადგან ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკუთარ ინტერესებში ჩათრევას ჰგავს, ვიდრე პატარა პარტიების ინტერესების გატარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, გასაკვირია, როგორ უნდა თქვას „გირჩმა“ საკუთარ მანდატებზე უარი, რადგან ამით საკუთარი ამომრჩევლის ნდობას აქარწყლებენ.

„ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ ყველაფერს ბულინგის ფორმა აქვს და ამ ვითარებაში პატარა პროცენტის მქონე პარტიების პოზიციაც ცოტა უცნაურია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკუთარ ინტერესებში ჩათრევას ჰგავს, ვიდრე პატარა პარტიების პირადი ინტერესების გატარებას. „გირჩის“ მაგალითი რომ ავიღოთ. ალბათ, მის მიერ მიღებული შედეგი იმაზე მეტი იყო, ვიდრე წარმოიდგენდნენ. ამ მოცემულობაში, როცა ოთხი საპარლამენტო მანდატი გაუჩნდათ და ამ ყველაფერზე სხვისი ბულინგისა და აყოლიების ფონზე უარი როგორ უნდა თქვან, გასაკვირია, რადგან ამ უარით და ასეთი საქციელით საკუთარი ამომრჩევლის ნდობას აქარწყლებენ და ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ძალიან არასწორად იქცევიან. ეს ყველაფერი მათი მხარდამჭერების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.