დავით მათიკაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალები სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიკალები სარკეში ჩაახედა და მათ ზღვარს ქვემოთ დაშვებული მოცემულობა აჩვენა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დავით მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალები მართლაც სექტას ემსგავსენიან, რომელთათვის მნიშვნელოვანია არა ეროვნული ღორებულებები და იდეები, არამედ ის დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის გარედან არის ნაკარნახევი და ეროვნულ საკითხს არ წარმოადგენს.
„რასაც ვხედავთ, სექტად ქცეული ერთი მუჭა ადამიანები არიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ მოეწომათ და თავის მართლების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა რაც უფრო მეტად ისაუბრებენ ამ თემაზე, მით უფრო დაადასტურებენ, რომ შალვა პაპუაშვილი მართალი იყო, როცა მათ სექტა უწოდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.