დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, ამით რაღაც ვიწროპარტიული ქულების დაწერა, ამორალურ საქციელს წარმოადგენს
დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, ამით რაღაც ვიწროპარტიული ქულების დაწერა, ამორალურ საქციელს წარმოადგენს

ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, ამით რაღაც ვიწროპარტიული ქულების დაწერა, ამორალურ საქციელს წარმოადგენს. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც პოზიციაც და ოპოზიციაც უნდა იყოს აბსოლუტურად ერთიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ და იმ მოცემულობაში, როცა ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი გახდა მანიპულაციების საგანი. ცალკეულმა პირებმა, ჩვენმა კოლეგებმა, ნუ პარტიებზე აღარ ვამბობ, დააპირეს საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერა. ეს ყველაფერი წარმოადგენს ელემენტარულად ამორალურ საქციელს“,- აცხადებს მათიკაშვილი.

ეს განცხადება დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები დახურულ სივრცეში, სავაჭრო ცენტრებში, ტრანსპორტში პირბადეების ტარების ვალდებულებას უკავშირდება და წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტით ასევე იკრძალება იუბილეების, ქელეხებისა და დიდი წვეულებების გადახდა.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით დაამტკიცა და მას დღესვე მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

დატოვე კომენტარი