დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის გეგმაა დესტრუქცია და ძალადობა, საკუთარი თავი პოლიტიკურ ხიფათში ჩაიგდეს, საქართველოში „ევრომაიდანი“ არ შედგება
ოპოზიციის გეგმაა დესტრუქცია და ძალადობა, საკუთარი თავი პოლიტიკურ ხიფათში ჩაიგდეს, საქართველოში „ევრომაიდანი“ არ შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მათიკაშვილის თქმით, დიდი ხანია, გეგმა ჩაეშალათ და არ იციან, სამომავლოდ რა გააკეთონ.
„ოპოზიციის გეგმაა დესტრუქცია და ძალადობა. ისინი კრიმინალით, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით და დესტრუქციით თუ შეძლებდნენ რაიმე წარმატების მიღწევას, მაშინ ეს მათი გეგმის ნაწილი იქნებოდა. საქართველოში „ევრომაიდანი“ ვერც შედგა და არც შედგება. დიდი ხანია, გეგმაც ჩაეშალათ და სამომავლოდ რა გააკეთონ, არც იციან. საკუთარი თავი პოლიტიკურ ხიფათში ჩაიგდეს, რადგან პოლიტიკურ არენაზე მათი ხვედრითი წილი არათუ შემცირებულია, არამედ, დიდი ალბათობით, გაქრება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.