დავით მათიკაშვილი - ნიკა გვარამიას საკუთარ თავთან დიდი დრო აქვს და კალამბურების და ანდაზების მოფიქრება შეუძლია
ნიკა გვარამიას საკუთარ თავთან დიდი დრო აქვს და კალამბურების და ანდაზების მოფიქრება შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ეს საზოგადოებისთვის რამდენად სასარგებლო და საინტერესო იქნება, სხვა საკითხია.
„შეუძლია, ანდაზები წეროს. საზოგადოებაში რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა განულებულია და, 100-150 ადამიანის გარდა, იმ შიდა ტერორისტულ მიზნებს თუ სურვილებს არავინ იზიარებს. ამიტომ არ აქვთ არც გეგმა და არც შედეგი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.