დავით მათიკაშვილი - ნებისმიერი მცდელობა, რომ გასამხედროებული ფორმირება შეიქმნას, იქნება მკაცრად სისხლისსამართლებრივად დასჯილი
ნებისმიერი მცდელობა, რომ გასამხედროებული ფორმირება შეიქმნას, იქნება მკაცრად სისხლისსამართლებრივად დასჯილი, რადგან ეს არის დასჯადი ქმედება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, არავის აქვს უფლება, რაიმე ფორმით შეითავსოს ის ფუნქცია, რომელიც სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს გააჩნიათ.
„ეს არის მცდელობა, შეიქმნას გასამხედროებული ორგანიზაციები, რაც 90-იან წლებში კარგად ვნახეთ და გამოვიარეთ. ისიც ვნახეთ, ამან ქვეყანა სადამდე მიიყვანა. ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ასეთ ფორმირებაში მონაწილეობისთვის მკაცრად იქნებიან დასჯილი, რადგან ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს“, – განუცხადა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დასაცავად შექმნილი ჯგუფი გამოჩნდა. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ჯგუფი აქციის მონაწილეების „ტიტუშკებისგან“ დასაცავად შეიქმნა.