დავით მათიკაშვილი - ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო-საახლობლო ჩამოყალიბდა კრიმინალურ ერთობად, შეურაცხყოფას აყენებენ სტრატეგიულ პარტნიორებს
დავით მათიკაშვილი - ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო-საახლობლო ჩამოყალიბდა კრიმინალურ ერთობად, შეურაცხყოფას აყენებენ სტრატეგიულ პარტნიორებს

რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე, დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მმართველი ძალის მეირ ფინანსდებიან, შეურაცხყოფაა არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორების, არამედ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოსი.

მათიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხვალ ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით მიიღებს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს.

„აშკარად დასანახია ის უდიდესი განსხვავება, რაც არსებობს მმართველ ძალასა და რადიკალურ კრიმინალურ ოპოზიციას შორის. ხვალ „ქართული ოცნება“ მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით მიიღებს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს. სწორედ ამ დროს, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო- საახლობლო, გადაიქცა და ჩამოყალიბდა რა კრიმინალურ ერთობად, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. აცხადებენ რა, რომ ისინი მმართველი ძალის მიერ ფინანსდებიან, რაც შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, არამედ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოსი. ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აქაც ჩანს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე, დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.