დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ დაავიწყებს ქართველ ხალხს წარსულს, ამაზე პასუხი შემდეგ არჩევნებზე გაეცემა
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ დაავიწყებს ქართველ ხალხს წარსულს, ამაზე პასუხი შემდეგ არჩევნებზე გაეცემა

„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება რამდენად უშველის, პასუხის გაცემა გამიჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია როგორ დაავიწყებს ქართველ ხალხს იმ წარსულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხონჩით მიართვა საზოგადოებას, ამაზე პასუხი შემდეგ არჩევნებზე გაეცემა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება რამდენად უშველის, პასუხის გაცემა გამიჭირდება. სანამ მათი პარტიის ბელადი ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნება და ნახევრად კრიმინალურ ძალას დაეყრდნობიან, ეს პარტია რებრენდინგს და როგორ დაავიწყებს ქართველ ხალხს იმ წარსულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხონჩით მიართვა საზოგადოებას – ცემის, წამების, მკვლელობის, ქართული მიწა-წყლის დარიგების და ა.შ. არ ვიცი, ამაზე პასუხი შემდეგ არჩევნებზე გაეცემა, სადაც გამოჩნდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ. რებრენდინგი რამდენად გამოადგება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები გუშინ დაასახელა. ახალი წევრები პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა.