დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამან დესტრუქციული სახე არ უნდა მიიღოს.

„მათ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ აქვთ. ჩაყოლას ჩათრევა ამჯობინეს, თუ რა გააკეთეს, ვერ გეტყვით“, – დასძინა მათიკაშვილმა.

ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეს გეგმავდა, თუმცა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, აქცია გადაიდო.