დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს პარალელური რეალობის შექმნას, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს პარალელური რეალობის შექმნას, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა

წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა.

„ჩვენ დილიდან ვხვდებით საზოგადოების წევრებს, ამიტომ გვაქვს რწმენა, რომ არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ დასრულდება. ამავდროულად, ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ თავის ჩვეულ სტილში ცდილობს, პარალელური რეალობა შექმნას, სადაც არ აკლებს პროვოკაციებს, რათა წარმოაჩინოს, თითქოს ზუგდიდში დაძაბულობაა. ასე არ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი პროვოკაცია, ზუგდიდში სიმშვიდეა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გვაქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – აღნიშნა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.