დავით მათიკაშვილი - მთავრობის ახალ შემადგენლობას აუცილებლად ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტში
დავით მათიკაშვილი - მთავრობის ახალ შემადგენლობას აუცილებლად ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტში

მთავრობის ახალ შემადგენლობას აუცილებლად ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.

„ხვალინდელ სხდომაზე ყველა მიმდინარე საკითხზე იქნება მსჯელობა. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. მიგვაჩნია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან. პრემიერის პრეროგატივაა, თუ ვის წარადგენს კონკრეტულ მინისტრობის კანდიდატად. მწამს, რომ მამუკა ბახტაძე განახორციელებს ყველა იმ დასახულ მიზანს, რაც აქვს დღეს მთავრობას. მთავრობის ახალ შემადგენლობას აუცილებლად ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.