დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება
დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, არსებობს ლეგალური გზა ამ პრეტენზიის სარჩელად ქცევის და სასამართლოში მიტანის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ უწევთ ცესკო-ს მუშაობა, ეს ფსიქოლოგიური წნეხი საკმაოდ მძიმე ასატანია.

„არჩევნები ჩატარდა სწორედ იმ კონკურენტულ, დემოკრატიულ, მშვიდობიან ვითარებაში და ის ცდომილება, რომელიც შესაძლებელია, იყოს, მისი მაქსიმალურად გამოსწორების შემთხვევაშიც შინაარსი რადიკალურად ვერ შეიცვლება. ყველა კომისია მუშაობს თუ მათ დააცდიან საქმიანობას, შედეგს აუცილებლად დადებენ. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, არსებობს ლეგალური გზა ამ პრეტენზიის სარჩელად ქცევის და სასამართლოში მიტანის. პრობლემა იმაშია, რომ ეს სწორედ ის რეიტინგია, რაც ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, ეს იცის დაბალი პროცენტის მქონე პარტიებმაც და ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობაც“. მათ წააგეს არჩევნები. მოიქცნენ კონსტრუქციულად, მეათე მოწვევის პარლამენტში მაინც შეასრულონ მათი პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულება, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება ფულს უხდის თითოეულ პოლიტიკოს დაბრძანდნენ იქ და აწარმოონ საპარლამენტო საქმიანობა. საქართველოს პარლამენტში აუცილებლად შემოვლენ უმრავლესობის გარდა სხვა წევრები, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდება, დამერწმუნეთ, ჩვენი პოლიტიკური ძალა მარტო არ დარჩება, ჩვენი პოლიტიკური ძალა დარჩება ქართველ ხალხთან ერთად, ვისი ხმების 48% აიღო „ქართულმა ოცმებამ“ ანუ ყოველმან მეორემ საქართველოში მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. მე საერთოდ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცა ფორმით დანარჩენ პარტიებს აბულინგებს. თუ ეს ადამიანები არ მოინდომებენ, არ მოუსურვებენ იმ ვალდებულების შესრულებას, რაც მათ პირდაპირ საზოგადოებამ დაუკვეთა, როცა მათ ხმა მისცა, ეს არის მათი უპატივცემულობა, ეს არის მთლიანად ქვეყნის უპატივცემულობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტი დამერწმუნეთ უმუშევარი არ დარჩება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი