დავით მათიკაშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რაში უცხადებენ მხარდაჭერას ხოშტარიას, როგორ შეიძლება, თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა
დავით მათიკაშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რაში უცხადებენ მხარდაჭერას ხოშტარიას, როგორ შეიძლება, თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა

ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას. როგორ შეიძლება, თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვიის თქმით, ეს წარმოუდგენელი რამეა.

„სრულიად ამორფული და კონტექსიტდან ამოვარდნილი მოცემულობაა. ესეც რაღაც ქართული ნოუ ჰაუა – ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რას ითხოვს ელენე ხოშტარია და რაში უცხადებენ მას მხარდაჭერას. როგორ შეიძლება, თვითდაზიანებით დაკავებულ ადამიანს ემპათია გამოუცხადო, რაც გერმანიის ელჩმა გააკეთა? ეს სრულიად წარმოუდგენელი რამეა, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, თუ რამე დიპლომატიური არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ არის – ეს ქართული დღევანდელი რადიკალიზმის და რადიკალური ოპოზიციის ის სოუსია, ის ზოგადი სურნელი, რომელიც მათ ახასიათებთ. არ შეიძლება, რადიკალიზმში რაიმე ფორმით პროგრესული და კარგი რამ გაკეთდეს. ეს ქართული რადიკალიზმის ნოუ ჰაუა და კარგად აჩვენებს, რომ, რეალურად, მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და ერთმანეთს აბრალებენ თავიანთ უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს და პატრონებმა დამართეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.