დავით მათიკაშვილი - მგონი, მიხეილ სააკაშვილი ბავშვობას დაუბრუნდა და შტაბობანას თამაში დაიწყო
დავით მათიკაშვილი - მგონი, მიხეილ სააკაშვილი ბავშვობას დაუბრუნდა და შტაბობანას თამაში დაიწყო

მგონი, მიხეილ სააკაშვილი ბავშვობას დაუბრუნდა და შტაბობანას თამაში დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნას გამოეხმაურა.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ქმედებებს პასუხს ამომრჩეველი გასცემს.

„მის ქმედებებს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს 2020 წელს, როგორც ეს 2012 წლიდან დღემდე არაერთხელ გააკეთა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე არაერთხელ მწარედ დამარცხებულა“ ,- განაცხადა მათიკაშვილმა.