დავით მათიკაშვილი – მავნებლური, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია, ეთნიკურ, ქსენოფობიურ და რუსოფობიურ ნიადაგზე ქვეყანაში ტურიზმი შემცირდეს

14:19, 13.08.2026

ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას, რათა საქართველოს ეკონომიკას პრობლემები შეექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მავნებლური კამპანიის ფარგლებში ბოტები ტყუილებს ავრცელებენ, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, რაც არ მომხდარა.

„ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას, რათა საქართველოს ეკონომიკას პრობლემები შეექმნას. ჩვენ არაერთხელ გვახსოვს ამისი მცდელობა, თუმცა ბრძენმა ქართველებმა არ დაუშვეს მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მოყვანა, არ დაუშვეს საქართველოს ომში ჩართვა სანქციების დაწესებით, ეკონომიკის ჩამოშლა. დღეს უკვე სხვა გზით ცდილობენ, რომ ეკონომიკას დაარტყან.  მავნებლური, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიაა, არარსებული სახელები და გვარები, რომლებიც ბოტები არიან, ჰყვებიან რაღაცებს, რაც არ მომხდარა. ერთადერთი მიზანია, ეთნიკურ, ქსენოფობიურ და რუსოფობიურ ნიადაგზე ტურიზმი შემცირდეს. ამას ის ადამიანები აკეთებენ, 2008 წელს ომი რომ დასრულდა, 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი სოფელი იქნა მიტაცებული ოკუპანტის მიერ და არანაირი პრინციპული დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. თუნდაც შეეძლოთ, კრემლში არ ჩაბრძანებულიყვნენ, არ ემღერათ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უკრაინას, ჩვენ მეგობარ ხალხს ვგულშემატკივრობთ, თუმცა საქართველოსთან მიმართებით, იცით, რა ხდება? სხვა ქვეყანაში არსებული ვითარება უფრო მძიმეა მათთვის და უფრო მეტად რუსოფობები გახდნენ, ვიდრე საქართველოში ამბავი რომ მოხდა და ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპანტმა რომ მიიტაცა 2008 წელს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი