დავით მათიკაშვილი - მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა
დავით მათიკაშვილი - მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს წარმოადგენს.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო დემოკრატიის განვითარების თვალსაზისით რეგიონში ლიდერს წარმოადგენს და მართლმსაჯულების სისტემასაც ამ თვალსაზრისით აფასებს, თუმცა ამბობს, რომ გამოწვევებია და რეფორმებია განსახორციელებელი, რათა ნაბიჯები წინ გადაიდგას. ამ შემთხვევაში ევროკავშირისა და საქართველოს ხედვები ერთმანეთს ემთხვევა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.