დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე - ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილებაში
დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე - ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილებაში

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია მის გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკიდან“ წასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, თუ მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მივა, დეპუტატები მას მოუსმენენ.

„ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია მის გადაწყვეტილებაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს, ასევე ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ასე რომ, თუკი მობრძანდება მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, რა თქმა უნდა, მოვისმენთ, რა სურს თქვას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს, სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.