დავით მათიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის  გადმოსვენება დროულად მოხდეს
დავით მათიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის  გადმოსვენება დროულად მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება დროულად მოხდეს. როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა ხდება, რათა ქართულმა მხარემ მათი დახმარებითა და ზეწოლით შედეგს მიაღწიოს.

ოკუპაციის პირობებში რუსეთის მხარესთან ნებისმიერ საკითხზე საუბარი რთულია, მაგრამ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ გარდაცვილის გადმოსვენება მოხდეს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ტატუნაშვილის გადმოსვენების გაჭიანურება გარდაცვლილზე ძალადობის კვალს უკავშირდებოდეს, მათიკაშვილი პასუხობს, რომ შესაძლებელია, ძალადობის კვალი იყოს.

„ოკუპანტი და მარიონეტული მთავრობა რას ფიქრობს, ძნელი მისახვედრია, მაგრამ შესაძლებელია, ეს ვერსიაც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გადმოსვენება დროულად მოხდეს. პოზიცია მკაცრად უნდა დავაფიქსიროთ, რისი დასტურიც რეზოლუციის მიღებაა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.