დავით მათიკაშვილი - ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპირება 1000-ლარიან პენსიებზე კიდევ ერთი დიდი ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრაა, საზოგადოება ასეთ ტყუილებს არ იღებს
დავით მათიკაშვილი - ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპირება 1000-ლარიან პენსიებზე კიდევ ერთი დიდი ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრაა, საზოგადოება ასეთ ტყუილებს არ იღებს

ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპირება 1000-ლარიან პენსიებზე კიდევ ერთი დიდი ტყუილია, რომლითაც უნდათ, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები წინ წაწიონ, რაც არის სრული აბსურდი, საზოგადოება ასეთ ტყუილებს არ იღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, 1000-ლარიანი პენსია არის სრული პოპულიზმი, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა მაქსიმუმს აკეთებს, რათა საზოგადოებისთვის ბენეფიტის მიცემის ხარისხი გაზარდოს.

„გამოდის ხაზარაძე და საზოგადოებას ატყუებს, ეუბნება, რომ, ერთი მხრივ, რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს გავწყვეტ და, მეორე მხრივ, 1000-ლარიან პენსიას ჰპირდება ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ ეკონომიკური კავშირის გაწყვეტით, ძალიან მარტივი დასათვლელია, რომ 10 პროცენტით მცირდება ეკონომიკა და ამ 10 პროცენტით შემცირებული ეკონომიკით არათუ 1000-ლარიანი პენსიების, არამედ არსებული პენსიების გასტუმრებაც შეიძლება გაუჭირდეს ქვეყანას. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპირება 1000-ლარიან პენსიებზე კიდევ ერთი დიდი ტყუილია, რომლითაც უნდათ, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები წინ წაწიონ, რაც არის სრული აბსურდი, საზოგადოება ასეთ ტყუილებს არ იღებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.