დავით მათიკაშვილი - ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს ილუზორული წარმოდგენები აქვთ იმაზე, რომ ვინმეს შეუძლია, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხოს, უფრთხილდნენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ
დავით მათიკაშვილი - ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს ილუზორული წარმოდგენები აქვთ იმაზე, რომ ვინმეს შეუძლია, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხოს, უფრთხილდნენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ

ხაბეიშვილსა და ბურჭულაძეს ილუზორული წარმოდგენები გააჩნიათ იმაზე, რომ საქართველოში ვინმეს შეუძლია, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ნაბიჯებს უფრთხილდნენ, რომლებსაც დგამენ, როგორც კი მათი ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს ასცდება, სახელმწიფოს ადეკვატური და სამართლიანი რეაქცია ექნება.

„ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს შეუძლიათ, ერთმანეთი დაამხონ, ამაში ხელს არავინ შეუშლით. მათ ილუზორული წარმოდგენები გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვინმეს შეუძლია, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხოს. ქვეყანაზე, საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. სახელმწიფო მყარად დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. ტყუილია, რომ მშვიდობიანი დამხობა არსებობს. იმ ნაბიჯებს უფრთხილდნენ, რომლებსაც დგამენ. როგორც კი მათი ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს ასცდება, სახელმწიფოს ადეკვატური და სამართლიანი რეაქცია ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.