დავით მათიკაშვილი - ხაბეიშვილ-ბურჭულაძეებს ხავსიც კი არ აქვთ, რომ მოეჭიდონ, ყველაფერს კადრულობენ
დავით მათიკაშვილი - ხაბეიშვილ-ბურჭულაძეებს ხავსიც კი არ აქვთ, რომ მოეჭიდონ, ყველაფერს კადრულობენ

ხაბეიშვილ-ბურჭულაძეებს ხავსიც კი არ აქვთ, რომ მოეჭიდონ, ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რადიკალების მხრიდან მოცემულობაა, რომ მმართველ გუნდში დისონანსი, არეულობა შეიტანონ და თქვან, თითქოს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს გეგმა აქვს.

„ამაზე „ნაცმოძრაობა“ ხელს რომ აწერს, ცხადია, მაგრამ პრემიერმა რაც თქვა ანიტაზე, ეს ყველაფერი დასტურდება. ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ხელს აწევს, დანაშაულს ჩაიდენს, სახელმწიფოს მხრიდან პასუხგაცემული იქნება. რაც არ უნდა პროვოკაციული კითხვები დამისვათ, გვარებს და სახელებს არ გეტყვით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.