დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება, თუ ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც ეკუთვნის და გადმოსცემენ საქართველოს
დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება, თუ ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც ეკუთვნის და გადმოსცემენ საქართველოს

კარგი იქნება, თუ ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, აშშ-მა დავით კეზერაშვილი თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა და უარის მიზეზია ის, რომ კეზერაშვილი მხილებული და ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებში. დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილის დანაშაულები უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ფულის გათეთრება.

„თავის გასამართლებლად კეზერაშვილმა გასაჩივრების უფლებით ისარგებლა და სასამართლოშიც კი უჩივლა შეერთებულ შტატებს. მისი დანაშაულები უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ფულის გათეთრება. ის საქართველოში გასამართლებულია უმძიმესი დანაშაულებისთვის, ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კეზერაშვილი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და ამ ნაძარცვი ფულით ის რადიკალურ ოპოზიციას, მის გაგრძელება მედიასაშუალებებს აფინანსებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.