დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის უკრაინულ ვარიანტთან დაკავშირებით, რადგან ტექსტი არის ერთი და იგივე
დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის უკრაინულ ვარიანტთან დაკავშირებით, რადგან ტექსტი არის ერთი და იგივე

​ვენეციის კომისიის მხრიდან​ შენიშვნები და რეკომენდაციები თუკი იქნება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის უკრაინულ ვარიანტთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ანალოგიურად გამოვიყენოთ ჩვენ შემთხვევაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„უმრავლესობის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონპროექტი წარმოადგენს უკრაინული კანონის ანალოგს. ჩვენ ის ორი მოსმენით მივიღეთ, ხოლო უკრაინული კანონი არის შესული ძალაში. ის არის მოწონებული ევროკომისიის მხრიდან და არის გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში. ფაქტობრივად, იდენტური ტექსტია, როგორც ქართული ვარიანტი, ისე უკრაინული ვარიანტი. ვენეციის კომისიიდან ჯერ არ მოსულა პასუხი ამ კანონპროექტზე. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია, თუ რა შედეგს და შეფასებას მიიღებს უკრაინული ვარიანტი, რადგანაც, ფაქტობრივად, იდენტურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც ის შენიშვნები და რეკომენდაციები, თუკი ასეთი იქნება, რომელიც უკრაინულ ვარიანტს ექნება ვენეციის კომისიის მხრიდან, შეგვიძლია, ანალოგიურად გამოვიყენოთ ჩვენ შემთხვევაში. არც ვენეციის კომისიაში გაგზავნაში არ არის არანაირი პრობლემა, თუმცა იმის გამო, რომ ორ იდენტურ დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, ხოლო ოლიგარქი და ოლიგარქიზაცია, ისევე, როგორ დეოლიგარქიზაცია, ნებისმიერ ქვეყანაში არის ერთი და იგივე, რადგანაც ეტიმოლოგიურად, შინაარსობრივად ოლიგარქი არის ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი მოვლენა, ოლიგარქი — ოლიგარქია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, კარგი იქნება, რომ დაველოდოთ იმ დასკვნას, რომელიც ვენეციის კომისიიდან იქნება უკრაინულ ვარიანტთან დაკავშირებით, რადგანაც ეს, ფაქტობრივად, იქნება იმის იდენტური, რაც ქართული ვარიანტის შემთხვევაში შესაძლებელია, ყოფილიყო, რადგან ისევ ვიმეორებ, ტექსტი არის სრულიად ერთი და იგივე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.