დავით მათიკაშვილი – ის პოლიტიკა, რასაც „დიფსთეითი“ აწარმოებდა, გაშიფრულია, ფაქტია, რომ საქართველოსთან მიმართებით პროქსი სახელმწიფოდ გამოყენების მცდელობა არ გაუვიდათ

14:13, 27.08.2026

ჩვენ კარგად გვახსოვს ის აბსოლუტურად ყალბი ემოცია, რომელიც საქართველოში მე-5 კოლონას გააჩნდა, ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი ენჯეოები, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, მაშინ როცა 2008 წელს მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო საქართველომ ტერიტორიების 20% მოღალატე ხელისუფალის მეშვეობით ოკუპანტს გადასცა, მაში მსგავსი რეაქცია არ ჰქონდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს თითოეული ქართველის მიმართ ბოდიში აქვთ მოსახდელი

„კარგად გვახსოვს ის გზა, რაც აგენტურამ 2008 წლიდან დღემდე გაიარა, მაგრამ როგორც კი რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა აგენტურა სხვა მოტივით ამოქმედდა და სხვა ნოტებზე დაიწყეს ემოციის გამოხატვა. ნათელია ამ ყველაფრის საბაბიც და მიზანიც. ისინი იმას ასრულებენ რაც აქვთ დავალებული. კარგად გვახსოვს ის სამარცხვინო განცხადებები რასაც ქართველი „ენჯეოშნიკები“ აკეთებდნენ, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომი დაიწყო, როგორ ერჩივნათ ბომბების წვიმა ჩვენს თავზე. დღეს ყველა გაიშიფრა, ვინც კი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებდა. ეს აგენტურაა, რომელიც ჯამაგირს იღებს იმისთვის, რომ ის პოლიტიკა განახორციელოს, რაც უცხოეთიდან მათი დავალებების მიმცემებისთვის მაამებელი იქნება. თითოეული ქართველის მიმართ ბოდიში აქვთ მოსახდელი. როგორ ცდილობდნენ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში გაეხვიათ. ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც „დიფსთეითი“ აწარმოებდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, გაშიფრულია. უკრაინა და საქართველო მათ რა მიზნებისთვის სჭირდებიდათ, ამაზეც პასუხია გაცემული. ფაქტია, რომ პროქსი სახელმწიფოდ გამოყენების მცდელობა საქართველოსთან მიმართებით არ გაუვიდათ, მაგრამ სამწუხაროდ უკრაინამ თავი ვერ დაიცვა ამ ნეგატიური ძალებისგან და უკრაინაა გამოყენებული პროქსი სახელმწიფოდ იმ მიზნებისთვის, რაც უკრაინელი ხალხის ინტერესებში ნამდვილად არ შედის, ასიათასობით დახოცილი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, უკვე დაკარგული ტერიტორიები და ა.შ.“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი