დავით მათიკაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია „ნაცების“ ორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო, ვიდრე მორიგ ფეიკკამპანიას ორგანიზებას გაუწევენ, ცუდი არ იქნება, გაიგონ ქვეყნის უახლეს ისტორიაზე
დავით მათიკაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია „ნაცების“ ორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო, ვიდრე მორიგ ფეიკკამპანიას ორგანიზებას გაუწევენ, ცუდი არ იქნება, გაიგონ ქვეყნის უახლეს ისტორიაზე

ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია „ნაცების“ ორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. ვიდრე მორიგ ფეიკკამპანიას ორგანიზებას გაუწევენ, ცუდი არ იქნება, გაიგონ ქვეყნის უახლეს ისტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია „ნაცების“ დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია, რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან:

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია, ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაერო-ს მანდატით!

ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას ორგანიზებას გაუწევენ, ცუდი არ იქნება, ცოტა მეტი წაიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე“, – წერს დავით მათიკაშვილი.