დავით მათიკაშვილი – იმ მოცემულობაში, როცა ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობს, ლოგიკურად, იმავე შინაარსის დოკუმენტის ხელმეორედ გაგზავნას აზრი არ აქვს

14:58, 24.11.2022

იმ მოცემულობაში, როცა ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე მუშაობს, ლოგიკურად, იმავე შინაარსის დოკუმენტის ხელმეორედ გაგზავნას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ოლიგარქი და ოლიგარქიზაცია — ასეთი ფენომენი ნებისმიერ ქვეყანაში ერთი და იგივეა. არ შეიძლება, ის საქართველოში სხვა იყოს, უკრაინაში — სხვა და არგენტინაში განსხვავებული ოლიგარქები ჰყავდეთ. ოლიგარქია ყველაგან ერთი და იგივეა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი