დავით მათიკაშვილი - ფრანგი კოლეგებისგან ველოდებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების სწორად შეფასებას და აქტიურ მხარდაჭერას სტატუსის მინიჭებაზე
დავით მათიკაშვილი - ფრანგი კოლეგებისგან ველოდებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების სწორად შეფასებას და აქტიურ მხარდაჭერას სტატუსის მინიჭებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარიზში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვედრები ექნება საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებთან.

მისი თქმით, ფრანგი კოლეგებისგან ელოდებიან საქართველოს მიერ შესრულებული ევრორეკომენდაციების სწორად შეფასებას.

„დარწმუნებული ვართ, რომ პარიზში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებული იქნება. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში ჩვენს კოლეგებთან გვექნება შეხვედრები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერის გაძლიერება, რომელსაც საფრანგეთისგან ველოდებით. ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროპის მიმართულებით წარმატებით დასრულდება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამაში ფრანგული მხარე აქტიურად დაგვიჭერს მხარს.

ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება შესრულებული. პარიზში სწორედ ამ გზავნილით ჩამოვედით და ჩვენი ფრანგი კოლეგებისგან ველოდებით სწორად შეფასებას საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და აქტიურ მხარდაჭერას სტატუსის მინიჭებაზე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.