დავით მათიკაშვილი – ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟებს, იმედია, ამ მიმართულებით საღი აზრი ექნებათ, რადგან გაუქმების გადაწყვეტილება ევროკავშირის ავტორიტეტს დააზიანებს
ევროკავშირს ის ხელისუფლება არ სურს, რომელიც ქართველი ხალხის ნება-სურვილს გამოხატავს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟებს.
ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟებს. მათ ის ხელისუფლება არ სურთ, რომელიც ქართველი ხალხის ნება-სურვილს გამოხატავს. ვიზალიბერალიზაციის საკითხი იმ შანტაჟის ინსტრუმენტია, რისი გამოყენების შემდეგაც მათ არანაირი ბერკეტი აღარ დარჩებათ. იმედია, ამ მიმართულებით ევროკავშირში საღი აზრი იქნება, რადგან ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ევროკავშირს, მის ინტერესებს, ავტორიტეტს დააზიანებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.