დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატია ცდილობს, საქართველოში ის რეალობა დაიყენოს, რაც ქართველ ხალხს არ უნდა, ეს არის რეალური მიზეზი, რატომ ხდება საქართველოზე არაობიექტური შეტევა

16:40, 23.06.2026

ევრობიუროკრატია ცდილობს, საქართველოში ის რეალობა დაიყენოს, რაც ქართველ ხალხს არ უნდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რატომ ხდება საქართველოს მიმართ არაობიექტური შეტევა.

„ევროსაბჭოდან და ევროწიაღიდან საქართველოსთან მიმართებით ისეთი პასაჟები ახალი არ არის, რომელიც სრულიად აცდენილია რეალობას და წარმოადგენს ხალხზე ზეწოლის ინსტრუმენტს. ევრობიუროკრატია ცდილობს, საქართველოში ის რეალობა დაიყენოს, რაც ქართველ ხალხს არ უნდა. ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რატომ ხდება საქართველოს მიმართ არაობიექტური შეტევა. მაშინ, როცა ევროწიაღში უკრაინისა და მოლდოვის წინ წაწევა ხდება და მათზე, როგორც დემოკრატიულ აღმშენებლობაზე ისე საუბრობენ, ამ დროს ღიმილისმომგვრელია საქართველოს მიმართ თავდასხმები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილიმა.

მსგავსი